Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პროკურატურამ ქვეყნის გადასახადების სამინისტროს


რუსეთის პროკურატურამ ქვეყნის გადასახადების სამინისტროს რუსეთის უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი კომპანიის - "იუკოსის" ფინანსური საქმეების გამოძიება დაავალა. რუსეთის გადასახადების

რუსეთის პროკურატურამ ქვეყნის გადასახადების სამინისტროს რუსეთის უმსხვილესი ნავთობმწარმოებელი კომპანიის - "იუკოსის" ფინანსური საქმეების გამოძიება დაავალა. რუსეთის გადასახადების
მინისტრის მოადგილე რინატ როსმუხამედოვი ახადებს, რომ პროკურატურის ბრძანება მისმა უწყებამ გასულ კვირაში მიიღო. პროკურატურის ბრძანების შესახებ ცნობის გავრცელება დაემთხვა "იუკოსის" ხელმძღვანელის მიხაილ ხოდორკოვსკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებას. ხოდორკოვსკი აცხადებს, რომ მას პირადად პრობლემა ჯერ არ შექმნია, მაგრამ მიაჩნია, რომ მისი კომპანიის წინააღმდეგ წამოწყებული საქმე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს რუსეთში უცხოური ინვესტიციების შესვლაზე: [ხოდორკოვსკის ხმა] "ამ ყველაფრის შედეგად მოხდება კაპიტალის მნიშვნელოვანი გადინება ქვეყნიდან და რა თქმა უნდა, არაერთი საინვესტიციო ბიზნეს-გადაწყვეტილება, რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ეს დროებითი მოვლენებია, გადაიდება", - განაცხადა "იუკოსის" ხელმძღვანელმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ.
XS
SM
MD
LG