Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონკ კონგის ლიდერმა ტუნ ჩი-უამ


ჰონკ კონგის ლიდერმა ტუნ ჩი-უამ უარყო დემოკრატიული ორგანიზაციების მოწოდება გადადგომისაკენ.

ჰონკ კონგის ლიდერმა ტუნ ჩი-უამ უარყო დემოკრატიული ორგანიზაციების მოწოდება გადადგომისაკენ.
მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა წუხელ ორ მინისტრს აიძულა გადადგომა. ეს გამოსვლები გამოიწვია, როგორც შიშობენ, ანტიდემოკრატიულმა კანონ-პროექტმა ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ, ისევე როგორც SARS-ის ეპიდემიის საკითხში მთავრობის მოქმედებით უკმაყოფილებამ და სუსტმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა.
ტუნ ჩი-უამ დღეს პირობა დადო, რომ მომავალში უფრო "თავშეკავებული, გულღია, და გულწრფელი" იქნება და გამართავს საჯარო დიალოგს ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ კანონ-პროექტის საკითხზე. [ტუნ ჩი-უას ხმა] "უნდა განვაახლოთ დიალოგი საზოგადოებასთან და დაინტერესებულ ორგანიზაციებთან, რათა გავეცნოთ მათ მოსაზრებებს. მერწმუნეთ, ამ კონსულტაციების მიზანია საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება ამ კანონთან დაკავშირებით". ტუნ ჩი-უა ჩინეთის მთავრობის მიერ არის დანიშნული. ის კვირის ბოლოს ჩავა პეკინში, ამჟამინდელ კრიზისზე ანგარიშის ჩასაბარებლად. ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის დღევანდელი განცხადებით, პეკინი არ ჩაერევა ჰონგ კონგის საშინაო საქმეებში.
XS
SM
MD
LG