Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი ირწმუნება


რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი ირწმუნება, რომ პრივატიზაციის პროცესი შეუქცევადია.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ კასიანოვი ირწმუნება, რომ პრივატიზაციის პროცესი შეუქცევადია.
როგორც კასიანოვმა რუსეთის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, 90-ან წლებში სახელმწიფო ქონების პრივატიზება, შესაძლოა, შეცდომებით იყოს განხორციელებული, მაგრამ მას დადებითი მხარეებიც ჰქონდა. კასიანოვმა ასეთ მხარედ ბაზარზე კონკურენციის დამკვიდრება დაასახელა. როგორც ცნობილია, პრივატიზაციის მეშვეობით, მოქალაქეთა მცირე ჯგუფმა, რომელთაც რუსეთში მაგნატებს უწოდებენ, დიდი ქონება დააგროვა. ბოლო დროს რუსეთის მსხვილ ნავთობკომპანია იუკოსის აქციების წამყვანი მფლობელი დააპატიმრეს 1994 წელს უკანონოდ პრივატიზებაში ეჭვმიტანის საფუძველზე. ამ ნაბიჯმა ბიზნესმენებში დაბადა შიში, რომ კრემლმა, შესაძლოა, გადასინჯოს 90-ანი წლების პრივატიზების შედეგები.
XS
SM
MD
LG