Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ შეიქმნება


ავღანეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ შეიქმნება "ლოია ჯირგა", ანუ დიდი საბჭო ქვეყნის ახალი კონსტიტუციის დასამტკიცებლად.

ავღანეთის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ შეიქმნება "ლოია ჯირგა", ანუ დიდი საბჭო ქვეყნის ახალი კონსტიტუციის დასამტკიცებლად.
ჰამიდ კარზაის მიერ ხელმოწერილი განკარგულებით, "ლოია ჯირგის" 500 წევრიდან 450-ს აირჩევენ, ხოლო 50-ს დანიშნავენ. მათგან 64 ქალი იქნება. არჩევნების თარიღი ჯერ უცნობია. კარზაის თქმით, ავღანეთის ახალი კონსტიტუციის დეტალები საჯაროდ 1 სექტემბერს გახდება ცნობილი. ბოლო კონსტიტუციის მიღება კი 1964 წლით თარიღდება. ავღანეთის შესახებ იუწყებიან ასევე, რომ გერმანიამ მრავალეროვანი ბრიგადის სარდლობა ქაბულში კანადას გადააბარა. ეს ბრიგადა გაეროს უშიშროების ხელშემწყობი საერთაშორისო ჯარების შემადგენელი ნაწილია.
XS
SM
MD
LG