Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი იღებს ზომებს კორეის ნახევარკუნძულზე


რუსეთი იღებს ზომებს კორეის ნახევარკუნძულზე ატომური იარაღის ხმარების შემთხვევაში თავის დასაცავად.

რუსეთი იღებს ზომებს კორეის ნახევარკუნძულზე ატომური იარაღის ხმარების შემთხვევაში თავის დასაცავად.
ამის შესახებ განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდერ ლოსიუკოვმა, რომელსაც დეტალებზე არ უსაუბრია. მისივე თქმით, ასეთივე ზომებს იღებენ ჩინეთი და სამხრეთი კორეა. როგორც ლოსიუკოვმა აღნიშნა, ხუთშაბათს დილით ორ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში ატეხილი სროლა ადასტურებს რუსეთის ვარაუდს, რომ მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. ჩინეთმა კი თავშეკავებისა და სიმშვიდისაკენ მოუწოდა ორ კორეას. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაი ბინგგუო, რომელიც გასული კვირის მიწურულს ეწვია ჩრდილოეთ კორეას, ახლა ვაშინგტონში ჩავა, სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელთან მოსალაპარაკებლად. პაუელმა გუშინ აღნიშნა, რომ მალე მოელის ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამებით გამოწვეული დაპირისპირების მოგვარებისაკენ მიმართული დიპლომატიური ძალისხმევის შედეგებს.
XS
SM
MD
LG