Accessibility links

logo-print

ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი და გუანტანამოს


ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი და გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე პატიმრობაში მყოფი ბრიტანეთის ორი მოქალაქის ბედი

ტერორისტულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი და გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე პატიმრობაში მყოფი ბრიტანეთის ორი მოქალაქის ბედი
ამერიკელი და ბრიტანელი იურისტების მოლაპარაკების შედეგად გადაწყდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლის ცნობით, დღეს თეთრი სახლის შესაბამის განცხადებას ელიან. ჯერჯერობით შეჩერებულია ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა იურიდიული პროცედურა. ექვსი პატიმარი, მათ შორის ბრიტანეთის ორი მოქალაქე, უნდა წარდგეს აშშ-ის სამხედრო ტრიბუნალის წინაშე, რომელმაც მათ, შესაძლოა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს. ბრიტანელების მეგობრებმა და ვექილებმა ტონი ბლერი იმაზე დაიყოლიეს, რომ ჯორჯ ბუშთან მოლაპარაკების მსვლელობაში პატიმართა საკითხს შეხებოდა.
XS
SM
MD
LG