Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა


ედუარდ შევარდნაძის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის" ლიდერთა შიმშილობის აქციას იუსტიციის სამინისტროს შენობაში რეალური საფუძველი არ გააჩნია.

ედუარდ შევარდნაძის აზრით, "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის" ლიდერთა შიმშილობის აქციას იუსტიციის სამინისტროს შენობაში რეალური საფუძველი არ გააჩნია.

აქციის კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ამ ხალხს, როგორც ჩანს, გახდომა უნდა და იმიტომ შიმშილობს, რადგან ასეთი უკიდურესი პროტესტის რეალური საფუძველი არ არსებობს". შევარდნაძის თქმით, მიმდინარე თვის პენსიების დაფარვა უკვე დაწყებულია. საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც შეთანხმებულია მექანიზმები, რომლებიც დავალიანებათა დაფარვის მიზნით უნდა ამოქმედდეს. ორი დღის წინათ, იუსტიციის მინისტრის მისაღებში, "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტის" რამდენიმე წევრმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG