Accessibility links

logo-print

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის


ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, მოჰამედ ელ ბარადეის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა სერიოზულ საფრთხეს უქმნის

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, მოჰამედ ელ ბარადეის განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა სერიოზულ საფრთხეს უქმნის
საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, კონტროლს დაუქვემდებაროს მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება. ელ ბარადეიმ ფხენიანს მოუწოდა, კვლავ დართოს ქვეყანაში მუშაობის ნება ბირთვული იარაღის ექსპერტებს. ჩრდილოეთმა კორეამ უცხოელი ინსპექტორები შარშან, დეკემბერში გააძევა ქვეყნიდან. ამასობაში ვაშინგტონს ეწვია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაი ბინგგუო, რათა მოლაპარაკება გამართოს ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დაი ბინგგუო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, კოლინ პაუელს შეხვდება და მას ჩრდილოეთი კორეის ოფიციალურ წარმომადგენლებთან თავისი მოლაპარაკების შედეგებს მოახსენებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის რიჩარდ ბაუჩერის ცნობით, პაუელი და ჩინელი დიპლომატი კრიზისის დიპლომატიური და მშვიდობიანი მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.
XS
SM
MD
LG