Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნოდ საქართველოს შიმშილობის აქციების ტალღამ გადაუარა. თუ იუსტიციის სამინისტროში ნაციონალური


თამარ ჩიქოვანი, თბილისი წინასაარჩევნოდ საქართველოს შიმშილობის აქციების ტალღამ გადაუარა. თუ იუსტიციის სამინისტროში ნაციონალური მოძრაობის წევრები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით შიმშილობენ,

ყოფილი იმელის შენობის წინ მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილე დევნილები 14 დღის განმავლობაში მოითხოვდნენ კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანასა და გაეროს წესდების მე-7 მუხლის ამოქმედებას. 18 ივლისის გაზეთ "ახალი ეპოქის" ცნობით, პარლამენტმა რიგგარეშე სესიაზე დააკმაყოფილა აფხაზეთიდან დევნილების მოთხოვნები: რომის სტატუტსაც შეუერთდა და მთავრობას გაეროს წესდების მეშვიდე მუხლის ასამოქმედებლად საჭირო ღონისძიებათა განხორციელებაც დაავალა. დევნილებმა შიმშილობა შეწყვიტეს, მთავრობაში კი კანონმდებელთა ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე ლაპარაკობენ. გაზეთი "ახალი ეპოქა" წერს:


"აფხაზეთის ლეგიტიმურმა ხელმძღვანელობამ თავისი გაიტანა. პარლამენტმა მაინც მოახდინა რომის სტატუტის რატიფიკაცია, ამ გადაწყვეტილებას 146 პარლამენტარი მიემხრო. თამაზ ნადარეიშვილის აზრით, ეს დოკუმენტი დაგვეხმარება, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში გასამართლდნენ აფხაზეთში გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში დამნაშავენი.
147 კანონმდებლის აზრით კი, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა იღონოს გაეროს წესდების მეშვიდე მუხლის ასამოქმედებლად - აფხაზეთში მშვიდობის ძალით დამყარება საქართველოს პოლიტიკის მთავარ თუ არა, სათადარიგო ნიშანსვეტად მაინც გადაიქცევა. ყოველ შემთხვევაში, თამაზ ნადარეიშვილმა აფხაზეთიდან დევნილები ასე დააიმედა.
თითქოს სამშვიდობო პრობლემაც "გადაიჭრა". პარლამენტის გადაწყვეტილებით, მთავრობას დაევალა შესაბამისი ნაბიჯები გადადგას სამშვიდობო პროცესის ფორმატის შეცვლისა და ცისფერჩაფხუტიანთა ინტერნაციონალიზაციისთვის.
ოფიციალური თბილისის სამშვიდობო პროცესისადმი ერთგულების გათვალისწინებით, პარლამენტის გადაწყვეტილებათა მკვეთრი ტონი გაურკვევლობას ბადებს. ჩნდება ეჭვი, რომ სახელისუფლებო ფრაქციებმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს და წინასაარჩევნოდ აღარ გაართულეს ურთიერთობა ლეგიტიმურ ხელისუფლებასა და დევნილებთან. არადა, სულ ცოტა ხნის წინ მათთვის რომის სტატუტიც ლამის საძაგებელ ფენომენს წარმოადგენდა და არც გაეროს მეშვიდე მუხლის ამოქმედების პერსპექტივა მოჩანდა "დიპლომატიურ გარღვევად."
ავთანდილ ჯორბენაძემ პარლამენტის გადაწყვეტილება ნაჩქარევად, ლამის პოპულისტურად მონათლა. მისი განცხადებით, მაშინ, როდესაც სამშვიდობო პროცესის პოტენციალი ბოლომდე არ ამოწურულა და საერთაშორისო ვითარება საქართველოს სასარგებლოდ იცვლება, მკვეთრი ნაბიჯებით მხოლოდ გავირთულებთ საქმეს. სახელმწიფო მინისტრს იმედი აქვს, რომ მოლდოვას წყალი საქართველოსაც გადმოესხმება და შორს არ არის დრო, როდესაც, დნესტრისპირეთის მსგავსად, აფხაზეთშიც შემოიყვანენ ინტერნაციონალურ სამშვიდობო ძალებს.
მთავრობაში შიშობენ, რომ გაეროს წესდების მეშვიდე პუნქტის ამოქმედების მცდელობა რუსეთის ვეტოთი დასრულდება და წყალში ჩაიყრება სოჭში ედუარდ შევარდნაძესა და ვლადიმირ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება.
სკეპტიკოსთა აზრით, პარლამენტის საგანგებო სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს შესრულება არ უწერია და ჩვენი მთავრობა ისევე შემოდებს მათ თაროზე, როგორც მანამდე მიღებულ არანაკლებ ომახიან დავალებებს. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება არ არის მზად, გაააქტიუროს ძალისხმევა "აფხაზურ ფრონტზე" და ჩიხიდან გამოიყვანოს სამშვიდობო პროცესი."


18 ივლისის გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნამ, რომ აფხაზეთში გაეროს მე-7 მუხლი ამოქმედდეს, სოხუმელ სეპარატისტებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ჯერ იყო და სოხუმის ხელისუფლებამ ნატოს "ავაქსის" ტიპის თვითმფრინავი აფხაზეთის მოსაზღვრე რაიონების დაზვერვაში დაადანაშაულა. ამ განცხადებების ფონზე მით უფრო მრავლისმთქმელად აღიქმება ის ფაქტი, რომ "ავაქსის" თვითმფრივანი კვლავ გამოჩნდა საქართველოს ცაში. "რეზონანსი" წერს:


"როგორც თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, საქართველოს საჰაერო სივრცეში ამერიკული "ავაქსების" გამოჩენას არავითარი კავშირი არა აქვს ჩეჩნეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან; "ავაქსების" ფრენის მიზანს არც რუსეთის სამხრეთ რეგიონების დაზვერვა წარმოადგენს, როგორც ამას რუსული მხარე ამტკიცებს. ქართული მხარის განცხადებით, "ავაქსების" გამოჩენას საქართველოს საჰაერო სივრცეში წმინდა სიმბოლური, უფრო ზუსტად, გაცნობითი ხასიათი აქვს და ეს ყველაფერი ზუსტად შეესაბამება ნატოს "პარტნიორობა მშბიდობისათვის" პროგრამას, რომელშიც საქართველო აქტიურად მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ "ავაქსის" თბილისში ჩამოფრენამ მოსკოვი გააღიზიანა და, გავრცელებული ინფორმაციით, რუსები აპირებენ, აფხაზეთში ეს-300 კლასის საზენიტო რაკეტები განალაგონ, რაც ქართული ავიაციისთვის აფხაზეთის საჰაერო სივრცეს მყარად ჩაკეტავს.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი გიორგი ბარამიძე რუსეთის მიერ აფხაზეთში საზენიტო დანადგარების განთავსების მცდელობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ მხრივ არაფერი რეალურად არ მოხდება. მისი თქმით, რუსეთს ყოველთვის ზომები აქვს მიღებული იმისათვის, რომ მის ტერიტორიაზე შეჭრილი უცხოური საფრენი აპარატი ჩამოაგდონ, მაგრამ, ბარამიძის განცხადებით, აფხაზეთი რუსეთის ტერიტორია არ არის და მოსკოვის ნებისმიერი ნაბიჯი საქართველოს თავზე ლეგიტიმურად, ხელშეკრულების საფუძველზე, მფრინავი ობიექტის წინააღმდეგ დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ ნაბიჯად შეფასდება."



ქართული პრესის შეფასებით, ხელისუფლებისათვის საკმაოდ არამომგებიანად გამოიყურება საპარლამენტო არჩევნების წინ ბიუჯეტის სეკვესტრის პრობლემის დღის წესრიგში გაჩენა. 18 ივლისის გაზეთ "24 საათის" ცნობით, პარლამენტში ბიუჯეტის სეკვესტრის განხილვის წინ ხელისუფლების მხარდამჭერი ძალები ცდილობენ, იპოვონ განტევების ვაცი, რომელსაც ხელს შეაწმენდენ და ყველა ამქვეყნიურ ცოდვას მიაწერენ. როგორც ჩანს, ერთ-ერთ ასეთ ფიგურად სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე მოიაზრება. რიგგარეშე სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ირაკლი გოგავამ და ზვიად მუკბანიანმა, მას საკმაოდ მძიმე ბრალდებები წაუყენეს:


" სოფლის მეურნეობის მინისტრი ბინძურ საქმეებს მფარველობს და დამნაშავეა იმ ვაკხანალიაში, რომელიც პურის ფასთან დაკავშირებით ხდება," - აცხადებს მუკბანიანი.
"მინისტრი ხელოვნურად ცდილობს პურის ფასის გაზრდას, რაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების წინასაარჩევნო ინტერესებში შედის და მათ წისქვილზე ასხამს წყალს," - დასძენს გოგავა. იგი მოითხოვს, რომ კირვალიძე სასწრაფოდ გამოცხადდეს პარლამენტში და ახსნას ის პროცესები, რომლებიც პურის ფასის გაზრდას უკავშირდება.




"ვისთან არ იქნება ნინო ბურჯანაძე?" - 15 ივლისის გაზეთ "24 საათის" ცნობით, ეს კითხვა უპასუხოდ დარჩა 14 ივლისს საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭოს მიერ პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე. გაზეთის ცნობით, უმაღლეს სასწავლებელთა სტუდკავშირებისა და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთების წარმომადგენლებს ნინო ბურჯანაძის აზრი ყველა "ცხელ" საკითხთან დაკავშირებით აინტერესებდათ, თუმცა, სხვა შეხევდრებისგან განსხვავებით, პრობლემათა სიმწვავის მიუხედავად, პარლამენტის თვმჯდომარის მიმართ პრეტენზიას არავინ გამოთქვამდა:


მეტიც - ნინო ბურჯანაძეს ახალგაზრდებმა შეუბღალავი რეპუტაციის პოლიტიკოსი უწოდეს და სიფრთხილისკენ მოუწოდეს, რათა წინასაარჩევნო გადაჯგუფებებისას ვინმესთან კავშირით საკუთარი იმიჯი არ შელახოს. ვის გვერდით იქნება, ანუ ვინ იქნება მის გვერდით 2 ნოემბრისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ მაინც არ გაამხილა, თუმცა სახელისუფლებო ბლოკში მისი ნახვის მსურველებს საბოლოოდ გაუცრუა იმედი. " ეს რომ სამთავრობო ბლოკი არ იქნება, ფაქტია. ხელისუფლებაში მათი კვლავ მოსვლის შემთხვევაში, არათუ რაიმე შეიცვლება, პოზიტიურიც კი არაფერი მოხდება. რა თქმა უნდა, მთავრობაში კეთილსინდისიერი ადამიანებიც არიან, მაგრამ, ძირითადად, საქმე პირიქითაა. მე შოკირებული ვიყავი, როცა ქვეყნის პრეზიდენტმა, ნაცვლად იმისა, რომ მათგან დისტანცირება მოეხდინა, განაცხადა, არჩევნებში ერთად ვიქნებითო," - ასეთია მისი კომენტარი.
XS
SM
MD
LG