Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ ანსამბლ "კრაიდლერის" წევრთან ანდრეას რაიზესთან


გიორგი მაისურაძე, ბერლინი ელექტრონულმა მუსიკამ და მის წიაღში წარმოშობილმა ტექნოკულტურამ ბოლო ოცი წლის მანძილზე დასავლურ კულტურაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. მან თანაბრად დაიპყრო როგორც კლასიკური,

ისე პოპულარული მუსიკის სცენები. ზოგი მას პოსტმოდერნიზმის დასკვნით და ყველაზე აშკარად გამოხატულ იმ ფორმადაც კი მიიჩნევს, რომელმაც სოციალურ და პოლიტიკურ ქაოსში მყოფი კაცობრიობა მუსიკალურ ექსტაზში ჩააგდო. გერმანია ამ კულტურის ერთ-ერთი სამშობლოა. მეოცე საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნაზე მუსიკალურ ანსამბლ "კრაფტვერკის" მიერ წამოწყებული ტრადიციის მემკვიდრედ და თანამედროვე გერმანიაში ელექტრონული მუსიკის ლიდერად ჯგუფი "კრაიდლერი" გვევლინება. შარშან და წლეულს ჯგუფი ორჯერ ეწვია თბილისს, სადაც მის კონცერტებს დიდი წარმატება ხვდა. ჩვენი ბერლინელი კორესპონდენტი გიორგი მაისურაძე ესაუბრა ანსამბლ "კრაიდლერის" ერთ-ერთ წევრს ანდრეას რაიზეს. გთავაზობთ ამ ინტერვიუს ჩანაწერს.

[იხ. აუდიოვერსია]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG