Accessibility links

logo-print

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ჯენინში


მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ჯენინში, პალესტინელმა მოიერიშეებმა ქალაქის მერი გაიტაცეს.

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ჯენინში, პალესტინელმა მოიერიშეებმა ქალაქის მერი გაიტაცეს.
როგორც დასავლეთის სააგენტოები თვითმხილველთა ნათქვამზე დაყრდნობით იუწყებიან, "ალ-აქსის წამებულთა ბრიგადის" შეიარაღებულმა მოიერიშეებმა ჰაიდერ ირშეიდის ავტომანქანა ქალაქის ცენტრში შეაჩერეს, სასტიკად სცემეს ხოლო შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს ჯენინის მერი. ხსენებული დაჯგუფების ადგილობრივმა ლიდერმა განაცხადა, რომ ჰაიდერ ირშეიდს კოლაბორაციონიზმსა და პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებში ედება ბრალი. ახლახან, მერის ბრძანებით, "ალ-აქსის წამებულთა ბრიგადის" წევრი დააპატიმრეს ჯენინის მახლობლად მდებარე ლტოლვითა ბანაკში.
XS
SM
MD
LG