Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამა წარმოადგენს


ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამა წარმოადგენს სერიოზულ მუქარას,

ჩრდილოეთი კორეის ბირთვული პროგრამა წარმოადგენს სერიოზულ მუქარას,
და კრიზისის მოგვარება მხოლოდ მრავალმხრივი მოლაპარაკების გზითაა შესაძლებელი. ასეთი განცხადებით გამოვიდა დღეს ტოკიოში იაპონიის ლიდერებთან მოლაპარაკების დამთავრებისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. ბლერმა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს შეხვდა ამ დღეებში, განაცხადა აგრეთვე, რომ ვაშინგტონი არ წავა ორმხრივ მოლაპარაკებაზე ფხენიანთან, რასაც დაჟინებით მოითხოვს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ჩინეთის მცდელობას - ბირთვული პროგრამის გაუქმებაზე დაიყოლიოს ჩრდილოეთი კორეა.
XS
SM
MD
LG