Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში გაიმართა ახალი, "შაჰაბ-3" ტიპის


ირანში გაიმართა ახალი, "შაჰაბ-3" ტიპის ბალისტიკური რაკეტის ინაუგურაცია, რომელსაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი უძღვებოდა.

ირანში გაიმართა ახალი, "შაჰაბ-3" ტიპის ბალისტიკური რაკეტის ინაუგურაცია, რომელსაც ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი უძღვებოდა.
რაკეტის მოქმედების რადიუსი ისრაელსაც წვდება. როგორც ხამენეიმ ინაუგურაციის ცერემონიაზე აღნიშნა, ირანის შეიარაღებული ძალები მზად არიან, ყველგან დაიცვან თავიანთი ინტერესები. სატელევიზიო კადრებზე ასახული იყო ხამენეი, მის გვერდით სამხედრო და სასულიერო პირები, გარდა ამისა, საზეიმოდ გამოწყობილი დაახლოებით 1000 ჯარისკაცი და "შაჰაბ-3" ტიპის 3 რაკეტა. იუწყებიან ასევე, რომ ქვეყნის ელიტარულ რევოლუციურ გვარდიას დაურიგდა ახალი ტიპის საბრძოლო და სატვირთო შვეულმფერენები და რუსული წარმოების, "სუხოი-25" ტიპის თვითმფრინავები, რომელთა რიცხვი უცნობია. იერუსალიმში ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პერს-მდივან დავიდ სარანგას თქმით, "შაჰაბ-3" ტიპის რაკეტა, ისევე როგორც ირანის ბირთვული პოტენციალი, "საფრთხეს უქმნის არა მარტო ისრაელს, არამედ მთელს რეგიონს და ევროპასაც".
XS
SM
MD
LG