Accessibility links

logo-print

იერუსალიმში გაიმართა ისრაელისა და პალესტინელთა


იერუსალიმში გაიმართა ისრაელისა და პალესტინელთა პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკება, რომელიც ბოლო სამშვიდობო გეგმაზე, ე.წ. გზამკვლევზე მსჯელობას დაეთმო.

იერუსალიმში გაიმართა ისრაელისა და პალესტინელთა პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკება, რომელიც ბოლო სამშვიდობო გეგმაზე, ე.წ. გზამკვლევზე მსჯელობას დაეთმო.
პალესტინელთა ინფორმაციის მინისტრ ნაბილ ამრის თქმით, მოლაპარაკების ყველაზე დადებითი შედეგი იყო შეთანხმება, რომ შეიკრიბება ერთობლივი კომისია, რომელიც დაადგენს, რამდენი პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს ისრაელმა. იუწყებიან აგრეთვე, რომ პალესტინელების ლიდერმა იასირ არაფატმა გამოაქვეყნა დადგენილება, რომელშიც დაგმობილია ძალადობის წაქეზება. ამ დადგენილების მიღება "გზამკვლევში" შეტანილ მოთხოვნებს მიეკუთვნება. ის მოითხოვს "ძალადობის წაქეზების" შეწყვეტას და "პალესტინელთა გათავისუფლების ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი შეთანხმებების დარღვევის წაქეზების" შეწყვეტას. პალესტინელები, რომლებიც ამ მოთხოვნას უგულებელყოფენ, კანონით დაისჯებიან.
XS
SM
MD
LG