Accessibility links

კვირას ერაყში ძალადობის აქტებმა სულ


კვირას ერაყში ძალადობის აქტებმა სულ ცოტა ორი ამერიკელი ჯარისკაცისა და გაეროს ერთი თანამშრომლის სიცოცხლე შეიწირა.

კვირას ერაყში ძალადობის აქტებმა სულ ცოტა ორი ამერიკელი ჯარისკაცისა და გაეროს ერთი თანამშრომლის სიცოცხლე შეიწირა.
ამერიკული სამხედრო წყაროების ცნობით, ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ჩრდილოეთ ერაყში ტალ აფართან მათი ბადრაგისათვის ცეცხლის დაშენის შედეგად. ხოლო ერთი ამერიკელი ჯარსიკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა ავტოავარიაში ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს. ნათელი არ არის, როდის მოხდა ეს ავარია, კვირას თუ შაბათს. გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ერაყელი მძღოლი დაიღუპა და ჰუმანიტარული მისიის თანამშრომელი დაშავდა ბაღდადის სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარე ჰილაში მათ ავტომანქანაზე თავდასხმის შედეგად.ხოლო სამხრეთი ერაყის ქალაქ ნაჯაფში 10 000-ზე მეტი შიიტი მუსლიმანი მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლაში, ნაჯაფში ამერიკელი სამხედროების ყოფნის წინააღმდეგ პროტესტის გამოსათქმელად [დემონსტრაციის ხმაური]. ამ საპროტესტო გამოსვლამდე აშშ-მა გამოაცხადა, რომ შეიქმნება ერაყის სამოქალაქო თავდაცვის 6500-კაციანი ჯარი ამერიკელი ჯარისკაცების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. იუწყებიან აგრეთვე, რომ ერაყში აშშ-ის სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პოლ ბრემერის მიერ კვირას გამოთქმული ვარაუდით, ერაყის დამხობილი პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი ცოცხალია და ერაყში იმყოფება.
XS
SM
MD
LG