Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამაუწყებლო კომპანია BBC-მ დაადასტურა, რომ


სამაუწყებლო კომპანია BBC-მ დაადასტურა, რომ დევიდ კელი იყო ინფორმაციის მთავარი წყარო რეპორტაჟში, რომელიც ერაყის იარაღის საკითხში ბრიტანეთის მთავრობის მოქმედებას ეხებოდა.

სამაუწყებლო კომპანია BBC-მ დაადასტურა, რომ დევიდ კელი იყო ინფორმაციის მთავარი წყარო რეპორტაჟში, რომელიც ერაყის იარაღის საკითხში ბრიტანეთის მთავრობის მოქმედებას ეხებოდა.
დევიდ კელი 18 ივლისს მკვდარი იპოვეს. მან (თავდაცვის სამინისტროს მრჩეველმა მასობრივი განადგურების იარაღის საკითხებში), როგორც ვარაუდობენ, თავი მოიკლა. აი, რა თქვა კვირას BBC-ის საინფორმაციო განყოფილების უფროსმა რიჩარდ სემბრუკმა: [სემბრუკის ხმა] "BBC ღრმა სინანულს გამოთქვამს დოქტორ დევიდ კელის გარდაცვალების გამო. ბევრი ვარაუდი გამოითქვა იმის შესახებ, იყო თუ არა დევიდ კელი ინფორმაციის მთავარი წყარო პროგრამაში, რომელიც 29 მაისს გადაიცა. ...შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დოქტორი კელი იყო ჟურნალისტების ენდრიუ გილიგანისა... და შემდეგ სიუზან უოტის ... რეპორტაჟების მთავარი წყარო...". ლაპარაკია სიუჟეტებზე, რომლებშიც BBC-ის ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ინკოგნიტო ოფიციალური პირის თქმით, მთავრობამ გააზვიადა ინფორმაცია ერაყის ხელთ არსებულ იარაღზე. ამასობაში, პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა აღნიშნა, რომ მზად არის ჩვენება მისცეს გამოძიებას და პასუხისმგებლობა იკისროს, თუ მისმა მთავრობამ არასწორი ნაბიჯები გადადგა. იქვე ტონი ბლერმა თქვა, რომ ამ ინციდენტის გამო გადადგომას არ აპირებს. მან საინფორმაციო საშუალებებს მოუწოდა, პატივისცემა და თავშეკავება გამოიჩინონ იმით, რომ ვარაუდები არ გამოთქვან დევიდ კელის სიკვდილთან დაკავშირებით. ამ საკითხზე ბლერმა კვირას სეულში ისაუბრა.
XS
SM
MD
LG