Accessibility links

logo-print

რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა დაძაბულობის ახალ ფაზაში შედის. ამგვარი დასკვნის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობა დაძაბულობის ახალ ფაზაში შედის. ამგვარი დასკვნის გამოტანა შეიძლება რუსეთის პრესის ბოლოდროინდელი პუბლიკაციების გადახედვის შედეგად.

გესაუბრებით ორიოდე მათგანის შესახებ.

16 ივლისის გაზეთი “კომერსანტი” აქვეყნებს წერილს, სათაურით “ამერიკამ აირჩია საქართველოს პრეზიდენტი”. თუ არ გავითვალისწინებთ წერილის ბოლოში დაბეჭდილ პასკვილური ხასიათის დასკვნას, რომელმაც ცნობილი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში, ამ პუბლიკაციის მთავარი იდეა შემდეგი ფრაგმენტით გამოიხატება:

“ვაშინგტონის მიერ ნინო ბურჯანაძის სასარგებლოდ გაკეთებულ არჩევანში მნიშვნელოვან პლუსადაა მიჩნეული მოსკოვისთვის მისაღებ ფიგურად მისი წარმოჩენის შესაძლებლობა. პოსტსაბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობის მთელი წლების განმავლობაში ედუარდ შევარდნაძე აქტიურ ექსპლუატაციას უწევდა მტრის ხატს, “რუსეთის იმპერიული მონსტრის სახით”, რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პრობლემების გასამართლებლად. ეს არა მხოლოდ მობეზრდათ ვაშინგტონში, არამედ უკვე აშკარად აღიზიანებთ კიდეც. აშშ-ის აქტიური შეღწევა სამხრეთ კავკასიაში და იქიდან რუსეთის არანაკლებ აქტიური გამოდევნა, ედუარდ შევარდნაძის აქცენტირებული ანტირუსული პოლიტიკის გამო, რეგიონში სახელმწიფოთაშორისი დაპირისპირების შეუნიღბავ ხასიათს იძენს. ნინო ბურჯანაძის სახე, მოსკოვის ასპირანტურაში მისი სამწლიანი ყოფნის გათვალისწინებით, შესაძლებლობას მისცემს მოსკოვს, რომ რაღაც დროის განმავლობაში საქართველოს მეგობრული დამოკიდებულების იმედი ჰქონდეს”.

რუსეთ-საქართველოს გამწვავებულ ურთიერთობას ეძღვნება 18 ივლისის “ნეზავისიმაია გაზეტას” წერილი, სადაც, კერძოდ, საუბარია საქართველოში დარჩენილ რუსეთის ორ სამხედრო ბაზაზე და ნათქვამია, რომ “მოსკოვის პოზიცია მომავალ ორმხრივ მოლაპარაკებებზე შეიძლება უფრო მკაცრი გახდეს”.

წერილის მიხედვით, “მოსკოვი აღარ განიხილავს საქართველოდან ჯარების გაყვანის ვადების შემცირების შესაძლებლობას”.

“მეორე - მოსკოვში საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ თბილისში განლაგებულ გარნიზონს რუსეთში გაიყვანენ სულ ბოლოს, ანუ მას შემდეგ, რაც ჯარები ახალქალაქისა და ბათუმის გარნიზონებიდან წავლენ.

ეს გარემოება ბევრზე მეტყველებს. კერძოდ, როგორც ჩანს, მოსკოვი აპირებს, საქართველოში მყოფი თავისი ჯარების ბრძოლისუნარიანობა მათ საბოლოო გაყვანამდე შეინარჩუნოს. ეს ნიშნავს, რომ ნატოში საქართველოს შესაძლო შესვლის პირობებში ქვეყანაში ერთდროულად შეიძლება ჯარების ორმა პოლარულმა დაჯგუფებამ იარსებოს.

მესამე - მოსკოვი აპირებს, არავითარ შემთხვევაში ხელიდან არ გაუშვას გუდაუთის ყოფილი სამხედრო ბაზის რიგი ობიექტების გამოყენების შესაძლებლობა იმისათვის, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მყოფი დსთ-ის კოლექტიური ძალების ინტერესები დაიცვას. მომავალ მოლაპარაკებებზე ესეც წარმოადგენს პოლიტიკის მნიშვნელოვან ელემენტს”.

“ნეზვისიმაია გაზეტას” ამავე ნომრის კიდევ ერთ წერილში ერთგვარი პარალელია გავლებული აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, ნატოსთან ურთიერთობის კუთხით.

გაზეთი წერს: “ჩრდილოატალანტიკურ ბლოკში სამხრეთკავაკსიური რესპუბლიკის დანერგვის პროცესი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს - ასე მიიჩნევენ ნატოს სპეციალისტები სამხედრო დაგეგმარებაში.

თბილისისგან განსხვავებით, სადაც საზეიმოდ აღნიშნავენ ნატოს გენერლების მიერ ყურადღების გამოჩენის ყველანაირ ნიშანს, - დაწყებული ქართველი ჯარისკაცების ჩექმებით უზრუნველყოფითა და “ავაქსის” სადაზვერვო ფრენით დამთავრებული, - ბაქო ოსტატურად მალავს ნატოს სოლიდურ დახმარებას და, მით უმეტეს, არ ახმაურებს “გეოპოლიტიკური ინტერესების ერთიანობას”.
XS
SM
MD
LG