Accessibility links

აშშ-ის არმიამ გამოაცხადა, რომ ავღანეთის


აშშ-ის არმიამ გამოაცხადა, რომ ავღანეთის სამხრეთში გახშირდა თალიბი მებრძოლების თავდასხმები.

აშშ-ის არმიამ გამოაცხადა, რომ ავღანეთის სამხრეთში გახშირდა თალიბი მებრძოლების თავდასხმები.
გასულ შაბათს ქალაქ სფინ ბოლდაქთან ორ ათეულზე მეტი მათგანი იქნა მოკლული, განაცხადა აშშ-ის არმიის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა როდნი დევისმა. შეტაკება დაიწყო, როცა თალიბებმა შეუტიეს იქ მოქმედი უცხოეთის კოალიციის ჯარის კოლონას და ავღანეთის მთავრობის საგუშაგოს. გუშინ ოთხი იტალიელი ჯარისკაცი დაიჭრა, როცა მათ მანქანასთან თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა. ეს შემთხვევა აღმოსავლეთში, ფაქთიის პროვინციაში მოხდა. დღეს ასამდე კანადელი ჯარისკაცი ჩავიდა ავღანეთში, სადაც ისინი საერთაშორისო სამშვიდობო ჯარს შეუერთდებიან. მომავალ სამ კვირაში ავღანეთში კანადელი სამხედრობის რიცხვი 1800-მდე გაიზრდება.
XS
SM
MD
LG