Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა გაფრთხილება გამოთქვეს ჩრდილოეთი კორეის მიმართ მისი ბირთვული პროგრამების გამო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა გაფრთხილება გამოთქვეს ჩრდილოეთი კორეის მიმართ მისი ბირთვული პროგრამების გამო.
ტეხასში აშშ-ის პრეზიდენტი თავის რანჩოზე სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ მსოფლიო ჩრდილოეთი კორეის ლიდერს გარიყავს, თუკი ის განაგრძობს ბირთვული პროგრამების განვითარებას. ბუშმა თქვა, რომ ეს პრობლემა მისი რწმენით, დიპლომატიური გზით მოგვარდება. მოლაპარაკებაში ჩართული იქნებიან იაპონია, ჩინეთი და სამხრეთი კორეა. ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა, რომელიც სამხრეთი კორეიდან ჩინეთში ჩავიდა და ამ ქვეყნის ხელისუფლებს მოელაპარაკა, თქვა, რომ მიუღებელია ჩრდილოეთი კორეის მხრივ გავრცელება და გასაღება ბირთვული იარიღის ტექნოლოგიისა იმგვარ ქვეყნებზე, რომლებიც განსაკუთრებით არასტაბილური არიან. აშშ-ი და სამხრეთი კორეა აპირებენ ერთობლივი ფართო სამხედრო მანევრები მოაწყონ, რათა გააწონასწორონ რეგიონში ჩრდილოეთი კორეის საფრთხე.
XS
SM
MD
LG