Accessibility links

logo-print

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა გიული აშშ-ში გაემართა,

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა გიული აშშ-ში გაემართა,
რათა ამ ქვეყანასთან ანკარის გართულებული ურთიერთობა მოაგვაროს. მან თვითმფრინავში ასვლამდე ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ის და თურქეთის ურთიერთობას ღრმა ფესვები აქვს და ის, ვაშინგტონთან პარტნიორობის ჩარჩოებში ურთიერთობათა განვითარებას მოელის. თურქეთის პარლამენტმა მარტში უთხრა უარი აშშ-ის თხოვნას, გამოეყენებინა თურქეთის სამხედრო ბაზები ერაყში შეჭრისას. ივლისის დასაწყისში კი ერაყის ჩრდილოეთში აშშ-ის სამხედროებმა თურქი მეომრები დააკავეს.
გიული შეხვდება სახელმწიფო უშიშროების საკითხებში მრჩეველს კონდოლიზა რაისს, სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს და ვიცე-პრეზიდენტს დიკ ჩეინის.
XS
SM
MD
LG