Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა თვითმმართველობის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი


პალესტინელთა თვითმმართველობის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი გაემართა იორდანდიაში, რათა ამ ქვეყნის მეფესთან აბდულასთან ისრაელისა და

პალესტინელთა თვითმმართველობის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი გაემართა იორდანდიაში, რათა ამ ქვეყნის მეფესთან აბდულასთან ისრაელისა და
პალესტინელთა მორიგების - "საგზაო რუკად" წოდებული - სამშვიდობო გეგმის განხორციელებაზე მოილაპარაკოს. აბასი გუშინ ქაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს შეხვდა და ისრაელის პრემიერთან თავისი შეხვედრის შესახებ უამბო მოკლედ.
პალესტინელთა მიმართ ისრაელი ჯარისკაცების სასტიკი და სადისტური მოპყრობის შესახებ იუწყება თავის ანგარიშში ისრაელში მოქმედი ჯგუფი, რომელიც თავის თავს "სამოქალაქო უფლებათა ასოციაციას" უწოდებს. ანგარიშში დაგმობილია პალესტინელთა თავდასხმებიც, მაგრამ აქცენტი საგუშაგოებზე და სოფლების ჩხრეკისას ისრაელის სამხედროებეს ქცევაზეა გაკეთებული.
ისრაელის პრემეირმა პარლამენტს განუცხადა, რომ ისრაელი გააგრძელებს იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უკანონოდ აშენებული დასახლებების მოშლას. ეს "საგზაო რუკის" საკვანძო მოთხოვნაა.
XS
SM
MD
LG