Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა კატეგორიულად


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა კატეგორიულად უარყო ვარაუდი,

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა კატეგორიულად უარყო ვარაუდი,
რომ მისი მითითებით გაჩნდა მასმედიაში თავდაცვის სამინისტროს მრჩევლის დევიდ კელის გვარი, რამდენიმე დღით ადრე, რაც მან თავი მოიკლა. ბლერმა ეს ჟურნალისტებს უთხრა შანხაიდან ჰონ კონგში გაფრენის წინ. რჩეველი აღმოჩნდა იმ სკანდალის ცენტრში, რომელიც ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის თაობაზე განვითარდა. "ბიბისიმ", რომელიც ამტკიცებს, რომ ამ იარაღის შესახებ ინფორმაცია გააზვიადეს, გაავრცელა ცნობა, რომ ამ ინფორმაციის სათავეს კელი წარმოადგენს. ბლერმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ის არ ნანობს ამ ომის გამო და ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ერაყი ცდილობდა მასობრივი განადგურების იარაღი განევითარებინა.
აშშ-ის და ბრიტანეთის მთავრობები მზარდი ზეწოლის ქვეშ არიან, რადგან არ არის მიგნებული იარაღი, რომლის არსებობა, ომის გასამართლებლად იქნა მოხმობილი.

XS
SM
MD
LG