Accessibility links

სირიამ დღეს უარყო აშშ-ის პრეზიდენტის


სირიამ დღეს უარყო აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ გამოთქმული ბრალდება ამ ქვეყნის მიმართ,

სირიამ დღეს უარყო აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მიერ გამოთქმული ბრალდება ამ ქვეყნის მიმართ,
რომ ის მფარველობს ტერორისტებს. გუშინ ტეხასში ბუშმა გამოაცხადა, რომ ირანი და სირია იფარებენ ტერორისტებს და ამისთვის პასუხს აგებენ. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის სამსახურის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ამგვარი ბრალდება არ არის ახალი, ეს ვაშინგტონის მხრივ სირიაზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილია. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქამალ ხარაზიმ ასევე უარყო ბუშის ბრალდება და თქვა, რომ ირანი იჭერს და არა იფარებს ტერორისტებს, ხარაზიმ აშშ-ს ბრალი დასდო ერაყში მოქმედი შეირაღებული ირანელი მეამბოხეების მხარდაჭერაში.
XS
SM
MD
LG