Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მოქმედი კოალიციის შეიარაღებული ძალების


ერაყში მოქმედი კოალიციის შეიარაღებული ძალების სარდლის, ამერიკელი გენერლის რიკარდო სანჩესის განცხადებით,

ერაყში მოქმედი კოალიციის შეიარაღებული ძალების სარდლის, ამერიკელი გენერლის რიკარდო სანჩესის განცხადებით,
სარდლობა დარწმუნებულია, რომ გუშინ, ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში მოკლულ პირთა შორის არიან სადამ ჰუსეინის ვაჟები უდაი და ქუსაი. [რიკარდო სანჩესის ხმა] "ჩვენი ფიქრით, გვამები ამოცნობილია და მოკლულები უდაი და ქუსაი არიან. დაღუპულთა ვინაობის დასადგენად რამდენიმე საშუალება გამოვიყენეთ. გვამები ამოიცნო ყოფილი რეჟიმის რამდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელმა. გარდა ამისა, ოთხმა სხვადასხვა პირმა დამოუკიდებლად დაადასტურა, რომ მოკლულები სადამ ჰუსეინის ვაჟები არიან." სადამ ჰუსეინის ვაჟები მოკლულ იქნენ გუშინ ჩრდილოეთი ერაყის ქალაქ მოსულში. ვილას, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ, ალყა შემოარტყეს ამერიკელმა სამხედროებმა - მას შემდეგ, რაც შესაბამისი ინფორმაცია მიიღეს ერთი ადგილობრივი მოსახლისგან. ქუსაისა და უდაის მეორე და მესამე ადგილები ეკავათ ძებნილთა 55-კაციან სიაში, რომელიც ვაშინგტონმა შეადგინა. ყოველ მათგანზე ინფორმაციისთვის შეერთებულ შტატებს დაწესებული ჰქონდა ჯილდო - 15 მილიონი დოლარი. დღეს ერაყში, ორ სხვადასხვა ინციდენტში, კიდევ ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG