Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ინფორმაციის მინისტრის ნაბილ ამრის


პალესტინელთა ინფორმაციის მინისტრის ნაბილ ამრის განცხადებით, ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა, შესაძლოა, თანამდებობა დაკარგოს,

პალესტინელთა ინფორმაციის მინისტრის ნაბილ ამრის განცხადებით, ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა მაჰმუდ აბასმა, შესაძლოა, თანამდებობა დაკარგოს,
თუ ვაშინგტონიდან სამშობლოში არ ჩაიტანა ცნობა ისრაელის მხრიდან დათმობების შესახებ. აბასი დღეს მიემგზავრება ვაშინგტონში, სადაც პარასკევისთვის დანიშნულია მისი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან. აბასი აპირებს, ბუშს ისრაელზე ზეწოლის მოხდენა სთხოვოს, რათა ამ უკანასკნელმა მეტი გააკეთოს "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის განსახორციელებლად. გუშინ აბასი იორდანიაში შეხვდა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ალი აბულ რაღებს, ხოლო დღეს მოლაპარაკება გამართა იორდანიის მეფე აბდულასთან.
XS
SM
MD
LG