Accessibility links

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში უწინდელთან შედარებით


ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში უწინდელთან შედარებით მშვიდი ვითარებაა.

ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში უწინდელთან შედარებით მშვიდი ვითარებაა.
ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მეამბოხეებსა და პრეზიდენტ ჩარლზ ტეილორის ჯარს შორის ცხარე ბრძოლა მიმდინარეობდა. ოფიციალური ცნობით, ამ შეტაკებებში 700-მდე ადამიანი დაიღუპა. გუშინ მეამბოხეები დათანხმდნენ ზავზე, მაგრამ უარყვეს დასავლეთი აფრიკის სახელმწიფოების მიერ შამუშავებული სამშვიდობო გეგმა. მეამბოხეები გარდამავალ მთავრობაში მეტ თანამდებობას ითხოვენ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა აშშ-სა და ლიბერიის მეზობელ ქვეყნებს მოუწოდა, ჩაერიონ კონფლიქტში და შეაჩერონ სისხლისღვრა. ვაშინგტონმა კრიზისის მოგვარებაში დახმარება აღუთქვა რეგიონს, მაგრამ ჯორჯ ბუშს ჯერ არ გადაუწყვეტია, გაგზავნის თუ არა ჯარს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად.
XS
SM
MD
LG