Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში აზერბაიჯანის ელჩმა მამედ ალიევმა


თურქეთში აზერბაიჯანის ელჩმა მამედ ალიევმა უარყო გავრცელებული ხმები,

თურქეთში აზერბაიჯანის ელჩმა მამედ ალიევმა უარყო გავრცელებული ხმები,
თითქოს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყოს. ჰეიდარ ალიევი ამჟამად თურქეთში იმყოფება სამკურნალოდ. ელჩის თქმით, ბაქოს ლიდერის მდგომარეობა ნორმალურია და ის, ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ცრუობს. ფრანს პრესის სააგენტომ, "დიპლომატიურ წყაროზე" დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰეიდარ ალიევი კრიტიკულ მდგომარეობაშია და სულ ორი-სამი დღის სიცოცხლე დარჩენია.
XS
SM
MD
LG