Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კმაყოფილება


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კმაყოფილება გამოთქვა სადამ ჰუსეინის ვაჟების დაღუპვის გამო,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კმაყოფილება გამოთქვა სადამ ჰუსეინის ვაჟების დაღუპვის გამო,
რაც, პრეზიდენტის თქმით, ერაყელი ხალხისთვის კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ჰუსეინის რეჟიმი აღარ დაბრუნდება. თეთრ სახლში გამოსვლისას, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ჰუსეინის ვაჟები უდაი და ქუსაი პასუხისმგებელი იყვნენ ურიცხვი ერაყელის წამებისა და მკვლელობისთვის. ბუშმა დასძინა, რომ ერაყი წინ მიიწევს დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. [ჯორჯ ბუშის ხმა] " ერაყმა ახალი სამთავრობო საბჭო ჩამოაყალიბა. საბჭოს წევრები არიან ერაყის სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები და მასში საპასუხისმგებლო თანამდებობები უკავიათ როგორც სასულიერო პირებს, ისე ქალებს. საბჭო ასახელებს მინისტრებს ერაყის სამინისტროების ამოქმედების მიზნით, საბჭო შეიმუშავებს ახალ ბიუჯეტს. მალე დაიწყება კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა, ეს კი გზას გაუხსნის არჩევნების ჩატარებას." ერაყის დროებითი სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოლ ბრემერის განცხადებით, სადამ ჰუსეინის ორი ვაჟის დაღუპვით "დიდი დღე დაუდგათ როგორც ერაყელ ხალხს, ისე აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს." დღეს ერაყში, ორ სხვადასხვა ინციდენტში, კიდევ ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG