Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში აზიისა და ევროკავშირის ქვეყნების


ინდონეზიაში აზიისა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება დამთავრდა ბირმის სამხედრო ხუნტისადმი მოწოდებით,

ინდონეზიაში აზიისა და ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება დამთავრდა ბირმის სამხედრო ხუნტისადმი მოწოდებით,
გაათავისუფლონ დემოკრატიული მოძრაობის აქტივისტი აუნ სან სუუ კი. შეხვედრის "აზია-ევროპა" შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბირმის მთავრობას მოუწოდეს, განაახლოს ძალისხმევა ეროვნული თანხმობისა და დემოკრატიისაკენ. სამხედრო ხუნტას სთხოვეს აგრეთვე, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სუ კი, რომელიც რეჟიმს 30 მაისიდან ჰყავს დაპატიმრებული. შეხვედრის მონაწილე მინისტრებმა ჩრდილოეთი კორეის შესახებაც იმსჯელეს და მას მოუწოდეს, უარი თქვას ბირთვულ პროგრამებზე, განაახლოს კავშირი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლას.
XS
SM
MD
LG