Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ დარწმუნებულია, რომ სადამს ან დაიჭერენ, ან მოკლავენ


დავით პაიჭაძე, პრაღა სადამ ჰუსეინის ორი ვაჟის სიკვდილის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, რომ ერაყის დამხობილ ლიდერსაც მიაგნებენ. ჰუსეინის ვაჟების დახოცვას მოჰყვა

ტელეკომპანია "ალ არაბიას" მიერ თითქოსდა სადამ ჰუსეინის აუდიოჩანაწერის გავრცელება, რომელიც 20 ივლისით არის დათარიღებული. ხმა ამცნობს "ერაყის შეიარაღებულ ძალებს", რომ კოალიციასთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და არ დასრულდება არც სოციალურ და არც სამხედრო დონეზე.

[ისმის სადამ ჰუსეინის ხმა]

ჯერჯერობით, დანამდვილებით ვერ ამბობენ, ეს ხმა მართლაც ერაყის ყოფილი დიქტატორისაა თუ არა. ამის მიუხედავად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ განუხრელად იზრდება სადამთან დაახლოებული მაღალი თანამდებობის იმ პირთა რიცხვი, რომელბიც ან დაიჭირეს, ან მოკლეს. ერაყელთათვის სულ უფრო ცხადი ხდება, რომ სადამი აღარ არის მათი ბატონი და აღარასოდეს იქნება. მისი ვაჟების სიკვდილიც ამის დასტურია.

ერაყში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალმა რიკარდო სანჩესმა თქვა, რომ სადამ ჰუსეინის ვაჟების სიკვდილის შემდეგ ერაყელებს აღარ უნდა ეშინოდეთ ამერიკელბთან ტანამშრომლობისა მათ ქვეყანაში წარმომადგენლობითი დემოკრატიის დასაფუძნებლად. სანჩესის აზრით, უდაი და ქუსეი ჰუსეინების სიკვდილი, სავარაუდოდ, შეამცირებს თავდასხმებს კოალიციის ძალებზე. თუმცაღა, დასძინა მან, საშუალო დონის ლიდერები, ალბათ, შემდგომშიც მართავენ გარკვეული ელემენტებს პარტიზანულ ომში.

შეერთებული შტატების სამოქალაქო ადმინისტრატორი ერაყში, პოლ ბრემერი უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ მხოლოდ დროის საკითხია, როდის მიუახლოვდებიან კოალიციის ძალები სადამს. ჩვენ ვაპირებთ, შევიპყროთ იგი - თქვა ბრემერმა ვაშინგტონში გამოსვლისას.

თავის სიტყვაში პოლ ბრემერმა აღნიშნა, ჰუსეინის შვილების სიკვდილი ერაყელთათვის იმის ნიშანია, რომ ქვეყანა მტანჯველებისგან გათავისუფლდა.

[ბრემერის ხმა]: "მთელ ქვეყანაში ერაყელები თავად ხდებიან თავიანთი მომავლის ბატონ-პატრონი. ეს აღნიშვნას იმსახურებს".

ბრემერმა ამერიკელებს განუცხადა, მოთმინებით მოეკიდონ წესრიგის აღდგენის პროცესს ერაყში და ერაყელთა მიერ საკუთარი მთავრობის შექმნას. იშვიათია ხალხი, რომელიც ასე უეცრად გათავისუფლდა ტირანიისაგან, თქვა ბრემერმა და ნიმუშად საბჭოთა კავშირი გაიხსენა, სადაც პერიოდი სტალინის სასტიკი მმართველობიდან მიხეილ გორბაჩოვამდე გარდამავალ ხანად მოიხსენია. როცა საბჭოთა იმპერია დაინგრა, ადამიანებს ჰქონდათ თავინთ მომავლის თუნდაც ბუნდოვანი ხედვა. ერაყში კი ასე არაა;

[ბრემერის ხმა]: "ეს არ შეედრება გარდამავალ პერიოდს ერაყში. ერაყელი ხალხი ტირანიის წყვდიადიდან თავისუფლების ნათელში მეყსეულად აღმოჩნდა".

კოალიციის დროებით ხელისუფლებას ერაყში დრო სჭორდება ორი მიზნის მისაღწევად: გახადოს ერაყი უსაფრთხო და ნანგრევებიდან აღადგინოს ეკონომიკა, რომელიც მიგდებული იყო 30-წლიანი ტოტალიტარული მმართველობისას - განაცხადა პოლ ბრემერმა. კითხვას, მაინც რა დრო სჭირდება ამას, ბრემერი უპასუხებს, რომ ერაყელები უკვე შეუდგნენ კონსტიტუციის წერას და მათზეა დამოკიდებული, როდის დაამთავრებენ.
XS
SM
MD
LG