Accessibility links

"ერთიანი რუსეთი" ჩეჩნეთში ოქტომბრისთვის დაგეგმილ


"ერთიანი რუსეთი" ჩეჩნეთში ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერს პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ახმად კადიროვს.

"ერთიანი რუსეთი" ჩეჩნეთში ოქტომბრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერს პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ახმად კადიროვს.
რუსეთის ხელისუფლების მომხრე პარტიამ ამის შესახებ ხუთშაბათს გამოაცხადა. კადიროვი უკვე ასრულებს ჩეჩნეთის პრეზიდენტის ფუნქციებს. იუწყებიან ასევე, რომ მოსკოვში ჩეჩენმა ბიზნესმენმა მალიკ საიდულაევმა თავი პრეზიდენტობის კანდიდატად გამოაცხადა. ის მეამბოხეებთან სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრეა და თან საჭიროდ მიიჩნევს მეამბოხეთა მეთაურის, ასლან მასხადოვის მონაწილეობას არჩევნებში. საიდულაევის თქმით, კენჭისყრამ უნდა აჩვენოს, ვინ სარგებლობს ჩეჩნების მხარდაჭერით. ჩეჩნეთში კი ძალადობის აქტები გრძელდება. "ასოშიეიტიდ პრესის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასული დღის მანძილზე დაიღუპა 4 და დაიჭრა 13 რუსი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG