Accessibility links

ნინო ბურჯანაძე შეხვდა ბლოკ "ნაციონალური


ნინო ბურჯანაძე შეხვდა ბლოკ "ნაციონალური მოძრაობა- დემოკრატიული ფრონტის" ლიდერებს, რომელთაც შიმშილობა აქვთ გამოცხადებული.

ნინო ბურჯანაძე შეხვდა ბლოკ "ნაციონალური მოძრაობა- დემოკრატიული ფრონტის" ლიდერებს, რომელთაც შიმშილობა აქვთ გამოცხადებული.
ისინი პენსიონერების წინაშე დავალიანების დაფარვას მოითხოვენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მოშიმშილეებს დაჰპირდა, რომ მათ მოთხოვნებს მთავრობის წინაშე დააყენებს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, თუ ხელისუფლება კეთილ ნებას გამოიჩენს, საპროტესტო აქცია შესაძლოა ხვალვე დამთავრდეს. "ნაციონალური მოძრაობის" 6-მა წევრმა (ზვიად ძიძიგურმა, კობა დავითაშვილმა, აკაკი ბობოხიძემ, ლადო ჭიპაშვილმა, გოჩა ჯოჯუამ და ნუგზარ დავითაიამ) გასულ კვირაში, ოთხშაბათს დაიწყო შიმშილობა იუსტიციის მინისტრის მისაღებში.
XS
SM
MD
LG