Accessibility links

logo-print

25 ივლისს რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიისა


25 ივლისს რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და ყაზახეთის ვიცე-პრემიერები პარასკევს მოსკოვში ამ ოთხ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე მსჯელობდნენ. ასეთი ზონის

25 ივლისს რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და ყაზახეთის ვიცე-პრემიერები პარასკევს მოსკოვში ამ ოთხ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე მსჯელობდნენ. ასეთი ზონის
შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ოთხი ქვეყნის პრეზიდენტები სექტემბრისთვის გეგმავენ. შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა. მან განაცხადა: [პუტინის ხმა] "რაგინდ რთულიც უნდა იყოს ჩვენთვის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნა, ცხოვრება და გლობალიზაციით გაპირობებული მსოფლიო ეკონომიკის ობიექტური პროცესები მაინც აქამდე მიგვიყვანს. ეს გარდაუვალია", - განაცხადა პუტინმა თანამეგობრობის ოთხ სახელმწიფოს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის პერსპექტივაზე. ბელორუსიის ვიცე-პრემიერი ანდრეი კობიაკოვი გამოქვამს ეჭვს ახალი კავშირის ეფექტიანობაზე, რადგან თანამეგობრობის ქვეყნებს შორის შექმნილმა ადრინდელმა სტრუქტურებმა არ გაამართლა. რუსეთის ვიცე-პრემიერ ვიქტორ ხრისტენკოს კი მიაჩნია, რომ ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნას ხუთიდან შვიდ წლამდე დასჭირდება.
XS
SM
MD
LG