Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დააკავეს უკანონო მიგრაციის ორგანიზებაში


თბილისში დააკავეს უკანონო მიგრაციის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, დაკავებული სერიოზული ჯგუფის წევრია, რომელიც

თბილისში დააკავეს უკანონო მიგრაციის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, დაკავებული სერიოზული ჯგუფის წევრია, რომელიც
ორგანიზებას უწევდა როგორც საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონო მიგრაციას შეერთებულ შტატებში. შეერთებულ შტატებში დააკავეს იგივე ჯგუფის სამი წევრი, ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომელთა დეპორტაციაც უახლოეს დღეებში მოხდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოცემულ ეტაპზე შეერთებული შტატების საელჩოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასპორტო-სავიზო სამსახურების მონაწილეობა დანაშაულში არ იკვეთება. ქართველ ტრეფიკინგის ორგანიზატორთა დაკავება შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აქტიური მონაწილეობით მოხდა.
XS
SM
MD
LG