Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი საპენსიო


საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი საპენსიო რეფორმის შესახებ, რომელმაც მთელს საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები გამოიწვია. საფრანგეთის პარლამენტის

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი საპენსიო რეფორმის შესახებ, რომელმაც მთელს საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები გამოიწვია. საფრანგეთის პარლამენტის
ორივე პალატაში უმრავლესობას მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობის მომხრეები შეადგენენ. ახალი კანონპროექტის თანახმად იზრდება სამუშაო წლების რაოდენობა, რომლის შემდეგაც პირი სრულ პენსიას მიიღებს. მთავრობა აცხადებს, რომ საპენსიო რეფორმა აუცილებელია იმისათვის, რომ საფრანგეთში საპენსიო სისტემა არ გაკოტრდეს. კანონის მიუღებლობის შემთხვევაში საფრანგეთის ბიუჯეტი 2020 წლისთვის წლიურ 50 მილიარდ ევროს მიაღწევს. პრეზიდენტ ჟაკ შირაკს, რომელიც მხარს უჭერს საპენსიო რეფორმას, აქვს 15 დღე იმისათვის, რომ ხელი მოაწეროს კანონპროექტს და მას კანონის სტატუსი მისცეს.
XS
SM
MD
LG