Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის ადამიანის უფლებადამცველი დამოუკიდებელი ორგანიზაციები


აზერბაიჯანის ადამიანის უფლებადამცველი დამოუკიდებელი ორგანიზაციები მოითხოვენ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესის საფუძვლიან შეცვლას. ერთ-ერთი ჯგუფის - "სამოქალაქო

აზერბაიჯანის ადამიანის უფლებადამცველი დამოუკიდებელი ორგანიზაციები მოითხოვენ საპრეზიდენტო არჩევნების პროცესის საფუძვლიან შეცვლას. ერთ-ერთი ჯგუფის - "სამოქალაქო
საზოგადოებისათვის" თავმჯდომარე ელდარ ისმაილოვი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული წესები არც ერთ დემოკრატიულ პრინციპს არ პასუხობს. საარჩევნო კომისია 15 წევრისგან შედგება, რომელთაგან ექვსს აზერბაიჯანის მმართველი პარტია "იენი აზერბაიჯან"-ი ნიშნავს, დანარჩენ ცხრას კი პარლამენტში წარმოდგენილი სხვა პარტიები. სულ ახლახან საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა სამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს - პარლამენტის ყოფილ სპიკერ - რასულ გულიევს, ყოფილ პრეზიდენტ აიაზ მუტალიბოვსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელ - ელდარ ნამაზოვს.
XS
SM
MD
LG