Accessibility links

logo-print

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი


გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი დაჟინებით მოითხოვს, რომ ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი დაჟინებით მოითხოვს, რომ ჩრდილოეთი კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული
კრიზისი დიპლომატიური გზით იქნეს მოგვარებული. ამის შესახებ ნათქვამია დღევანდელ განცხადებაში, რომელიც კორეის ომის დამთავრების 50 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვეყნა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ჩრდილოეთმა კორეამ კვლავ წამოაყენა ბრალდება, რომ შეერთებული შტატები თითქოს განზრახ ამწვავებს დაძაბულობას, რათა ომი დაიწყოს კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. იაპონიის პრესაში გამოქვეყნდა ცნობა, რომ ფხენიანი ბირთვული გამოცდით იმუქრება, თუ შეერთებული შტატები ორმხრივ მოლაპარაკებაზე იტყვის უარს. ვაშინგტონი მრავალმხრივი დიალოგის მომხრეა სამხრეთი კორეის, იაპონიისა და ჩინეთის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG