Accessibility links

logo-print

ბაღდადის ჩრდილოეთით 50-კილომეტრში მდებარე ქალაქ


ბაღდადის ჩრდილოეთით 50-კილომეტრში მდებარე ქალაქ ბაბუქაში დღეს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლულ იქნა 3, ხოლო 4 ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა.

ბაღდადის ჩრდილოეთით 50-კილომეტრში მდებარე ქალაქ ბაბუქაში დღეს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად მოკლულ იქნა 3, ხოლო 4 ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა.
ამერიკის ჯარის სარდლობის ცნობით, თავდამსხმელებმა ხელყუმბარები ესროლეს ბავშვთა საავადმყოფოს შენობას, რომელსაც სამხედროები იცავდნენ. დღესვე, სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ თიქრითში, დამხობილი დიქტატორის 13 მომხრე დააპატიმრეს. ამერიკელი სამხედროების მონაცემებით, სულ ცოტა 5 დაპატიმრებული, სადამ ჰუსეინის ყოფილი პირადი მცველებია. ქალაქ მოსულში დღეს მიწასთან გაასწორეს სახლი, რომელშიც ამერიკელი სამხედროების მიერ სამშაბათს განხორციელებული ოპერაციის დროს სადამ ჰუსეინის ორივე ვაჟი - უდაი და ქუსაი იქნენ მოკლული.
XS
SM
MD
LG