Accessibility links

logo-print

დღეს ბაქოში მცირე ხნით, აზერბაიჯანის


დღეს ბაქოში მცირე ხნით, აზერბაიჯანის უდიდესი ოპოზიციური გაზეთის "იენი მუსავათის" მთავარი რედაქტორი რაუფ არიფოღლუ დააკავეს.

დღეს ბაქოში მცირე ხნით, აზერბაიჯანის უდიდესი ოპოზიციური გაზეთის "იენი მუსავათის" მთავარი რედაქტორი რაუფ არიფოღლუ დააკავეს.
იგი საგზაო პოზიციამ დააპატიმრა ბაქოში, მაგრამ ერთი საათის შემდეგ გაათავისუფლა. როგორც არიფოღლუს კოლეგებმა განაცხადეს, დაპატიმრება პოლიტიკური მოტივით მოხდა. გაზეთი "იენი მუსავათი" იყო ერთ-ერთი გამავრცელებელი ცნობისა იმის შესახებ, რომ თურქეთის საავადმყოფოში მოთავსებული აზერბაიჯანის 80-წლის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მდგომარეობა - კრიტიკულია. გასულ კვირაში, აზერბაიჯანის ელჩმა თურქეთში, ეს ცნობა უარყო.
XS
SM
MD
LG