Accessibility links

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჯარი და


ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჯარი და ჯავშანტექნიკაა შეყვანილი.

ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჯარი და ჯავშანტექნიკაა შეყვანილი.
პრეზიდენტის სასახლე გაძლიერებული დაცვის ქვეშაა. ქვეყნის პრეზიდენტმა გლორია აროიომ სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელ მცდელობაში დაადანაშაულა დღეს დაბალი ჩინის ოფიცრებისა და დეზერტირთა ჯგუფი. ფილიპინების შეიარაღებული ძალების სარდალმა ყოველმხრივი მხარდაჭერა გამოუთქვა პრეზიდენტს. ნაბრძანებია მეამბოხეთა დაპატიმრება. დაწყებულია გამოძიება იმის დასადგენად, ხომ არ არის დაკავშირებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან ორი წლის წინათ გადაყენებული ფილიპინების ყოფილი პრეზიდენტი ჯოზეფ ესტრადა.
XS
SM
MD
LG