Accessibility links

logo-print

ლიბერიაში გააფრთებული ბრძოლები მიმდინარეობს ისევ


ლიბერიაში გააფრთებული ბრძოლები მიმდინარეობს ისევ მეამბოხეებსა და მთავრობის ჯარს შორის.

ლიბერიაში გააფრთებული ბრძოლები მიმდინარეობს ისევ მეამბოხეებსა და მთავრობის ჯარს შორის.
მარტო განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის დედაქალაქ მონროვიაში სულ ცოტა 20 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. 7 ადამიანი დღეს იქნა მოკლული, როცა ნაღმმტყორცნის ჭურვი მოხვდა ეკლესიას, რომელსაც სროლებისაგან დაშინებულმა ხალხმა შეაფარა თავი. 30 ადამიანი დაიჭრა. ლიბერიის პრეზიდენტმა ჩარლზ ტეილორმა განაცხადა, რომ მონროვიაზე მეამბოხეთა უკანასკნელი თავდასხმების დროს ათასზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული. შეუძლებელია ამ ცნობის დადასტურება ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროთი. ტეილორმა განაცხადა აგრეთვე, რომ მზადაა გადადგეს, რათა შეწყდეს ქვეყანაში სისხლისღვრა, მაგრამ არ უთქვამს, როდის მოხდება ეს.
XS
SM
MD
LG