Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინების პრეზიდენტმა გლორია აროიომ ამბოხებულ


ფილიპინების პრეზიდენტმა გლორია აროიომ ამბოხებულ ჯარისკაცებთან მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ინციდენტი ამოწურულია და რომ სამხედროები ჩაბარდნენ

ფილიპინების პრეზიდენტმა გლორია აროიომ ამბოხებულ ჯარისკაცებთან მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ინციდენტი ამოწურულია და რომ სამხედროები ჩაბარდნენ
ხელისუფლებას. ფილიპინების დედაქალაქ მანილას ცენტრში 27 ივლისს ამბოხებულმა ჯარისკაცებმა სავაჭრო ცენტრი აიღეს. დანებებული ჯარისკაცები უარყოფენ აჯანყების ორგანიზების მცდელობას. ისინი ფილიპინების პრეზიდენტ გლორია აროიოსა და თავდაცვის მინისტრს მანილაში ტერორისტული აქტის მოწყობაში სამხედროების გამოყენების განზრახვაში სდებენ ბრალს. ამბოხებულები ირწმუნებიან, რომ გლორია აროიოს მთავრობას სურს ქვეყანაში შექმნას სიტუაცია, როცა საგანგებო ვითარების გამოცხადება იქნება აუცილებელი და ამ გზით შეეცდება გაიხანგრძლიოს ქვეყნის სათავეში ყოფნა. გლორია აროიოს პრეზიდენტობის ვადა მომავალ წელს სრულდება.
XS
SM
MD
LG