Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირას საქართველოს ეროვნული გვარდიის წევრებმა


კვირას საქართველოს ეროვნული გვარდიის წევრებმა ხევსურეთში, სოფელ ბარისახოდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. "ასოშიეიტედ პრესის" თანახმად, რომელიც

კვირას საქართველოს ეროვნული გვარდიის წევრებმა ხევსურეთში, სოფელ ბარისახოდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იარაღის სამალავი აღმოაჩინეს. "ასოშიეიტედ პრესის" თანახმად, რომელიც
თავის მხრივ ეროვნული გვარდიის მეთაურის პირველ მოადგილე გიორგი უჩავას ეყრდნობა, ეროვნული გვარდიის რაზმი რუსეთთან საზღვრის ახლოს წვრთნას გადიოდა, როცა სამხედროებთან ადგილობრივი მაცხოვრებელი მივიდა და მათ იარაღის სამალავისკენ გაუძღვა. უჩავას ცნობით, სამალავში აღმოჩენილია ნაღმები, ნაღმსატყორცნები და სხვა ტიპის საბრძოლო იარაღი. როგორც ვარაუდობენ, სამალავი ჩეჩენ მეამბოხეებს, კერძოდ, რუსლან გელაევის დაჯგუფებას ეკუთვნის. წელს საქართველოს ტერიტორიაზე უკვე იარაღის მესამე სამალავია აღმოჩენილი.
XS
SM
MD
LG