Accessibility links

შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების უფროსი


შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების უფროსი რიჩარდ მაიერსი გამოთქვამს რწმენას, რომ სადამ ჰუსეინის შვილების დახოცვის შემდეგ თავად სადამ ჰუსეინის პოვნაც მოხერხდება.

შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების უფროსი რიჩარდ მაიერსი გამოთქვამს რწმენას, რომ სადამ ჰუსეინის შვილების დახოცვის შემდეგ თავად სადამ ჰუსეინის პოვნაც მოხერხდება.
ბაღდადში ჩასულმა მაიერსმა აღნიშნა ისიც, რომ ბოლო დროს ერაყში მომრავლდნენ ინფორმატორები, რომლებიც კოალიციის ჯარებს ხან იარაღის, ხანაც ადამიანების სამალავებზე ცნობებს აწვდიან. შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარის მეთაური - გენერალ-ლეიტენანტი რიკარდო სანჩესმა დღეს "სიენენს" განუცხადა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ როგორ მოექცნენ სადამ ჰუსეინის შვილების ცხედრებს. ერაყის დროებითმა მმართველმა საბჭომ სადამ ჰუსეინის შვილების ქუსაისა და უდაის გვამების ოჯახისთვის გადაცემა მოითხოვა. საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა გამოთქვა იმედი, რომ ამერიკელი სამხედროები გაითვალისწინებენ საბჭოს რჩევას. შეიხ მაჰმუდ ალ-ნადამ, რომელიც სადამ ჰუსეინთან მონათესავე ტომის ბუნასერის უხუცესია, ალ-ჯაზირას ტელევიზიას განუცხადა: [ალ ნადას ხმა] "ერთი პირი იყო, რომელიც კოორდინატორია - ბრემერი. მან მითხრა, რომ ბაღდადში დაბრუნებისთანავე წამოჭრიდა ამ საკითხს. დღეს შემატყობინეს, რომ უნდა მოვამზადო პეტიცია, ან მოთხოვნა წითელი ჯვრის სახელზე და მერე წითელი ჯვარი მიმართავს უფრო მაღალ ინსტანციას. ამის შემდეგ ისინი გადასცემენ ცხედრებს წითელ ჯვარს. ის კი ჩვენ გადმოგვცემს მათ. ასეთია ბოლო ცნობა, რაც მე მივიღე", - განაცხადა სადამ ჰუსეინის მონათესავე ტომის ბუნასერის უხუცესმა, რომელიც კოალიციის ჯარებისგან ერაყის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟების ცხედრების გამოთხოვას ცდილობს.
XS
SM
MD
LG