Accessibility links

logo-print

საქართველოსა და რუსეთის კომპანია "გაზპრომს"


საქართველოსა და რუსეთის კომპანია "გაზპრომს" შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმება და სტრატეგიული ხელშეკრულების პროექტი,

საქართველოსა და რუსეთის კომპანია "გაზპრომს" შორის მიღწეული წინასწარი შეთანხმება და სტრატეგიული ხელშეკრულების პროექტი,
რომელიც მომზადების პროცესშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და გულისხმობს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის გარანტირებულ მიწოდებას. ასეთი კომენტარი გაუკეთა ედუარდ შევარდნაძემ ორშაბათის რადიოინტერვიუში ცალკეულ პოლიტიკურ პარტიათა ლიდერების საპროტესტო განცხადებას, თითქოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ "გაზპრომთან" ხელი მოაწერა ხელშეკრულებას მისთვის საქართველოს გაზსადენების 25 წლით გადაცემის შესახებ. პრეზიდენტის თქმით, ამჟამად საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ერთადერთ მომწოდებელს რუსეთის კომპანია "იტერას" არ ძალუძს ბუნებრივი აირით ქვეყნის მთლიანად დაკმაყოფილება და თუკი "იტერასა" და "გაზპრომს" შორის ერთგვარი კონკურენციაც იქნება, ეს შესაძლოა, არც იყოს ურიგო.
XS
SM
MD
LG