Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბაღდადის ცენტრში ერთი ჯარისკაცი


დღეს ბაღდადის ცენტრში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმის შედეგად.

დღეს ბაღდადის ცენტრში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმის შედეგად.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობის ცნობით, ავტომანქანას, რომელშიც ამერიკელი ჯარისკაცები ისხდნენ, ყუმბარა ესროლეს. გუშინ ბაღდადის სამხრეთით აშშ-ის საზღვაო ქვეითი ჯარის მოსამსახურე მოკლეს, რასაც წინ უძღოდა შაბათს, ოთხი ამერიკელი ჯარისკაცის მკვლელობა. სულ 1 მაისიდან მოყოლებული, როცა ვაშინგტონმა ერაყში მსხვილმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დამთავრებულად გამოაცხადა, იქ 49 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG