Accessibility links

logo-print

უნისეფის საანგარიშო მოხსენება კავკასიასა და შუა აზიაში ჩვილ ბავშვთა სიკვდილობის მწვავე პრობლემას ააშკარავებს


22 ივლისს გაეროს ბავშვთა ფონდმა, უნისეფმა, გამოაქვეყნა წლიური საანგარიშო მოხსენება, რომელიც საქართველოსა და სამხრეთი კავკასიის დანარჩენ ქვეყნებში, ისევე როგორც შუა აზიაში,

ვფიქრობთ, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმიტომ, რომ ანგარიში მეტად მძიმე ვითარებას ცხადჰყოფს - მისი ავტორები ირწმუნებიან, რომ კავკასიასა და შუა აზიაში ოფიციალური სტატისტიკა სინამდვილეს არ შეესაბამება და რომ იქ ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებელი დაახლოებით ხუთჯერ აღემატება ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენ რეგიონებში აღრიცხულ მაჩვენებელს. როგორ მივიდა უნისეფი ასეთ დასკვნამდე და როგორია მასზე საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელთა კომენტარი?

საანგარიშო მოხსენებისათვის ინფორმაციის თავმოსაყრელად უნისეფის თანამშრომლები გამოკვლეული ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მკვიდრ ქალებს ესაუბრნენ და სწორედ ასე დაადგინეს შეუსაბამობა ოფიციალურ სტატისტიკასა და რეალობას შორის. [კაროლ ბელამის ხმა] “ქალებთან საუბრების შედეგად მიღებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ ჩვილ ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ვინმეს ეგონა და, რასაკვირველია, გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალური მაჩვენებლები მიუთითებს”, უთხრა უნისეფის აღმასრულებელმა მდივანმა კაროლ ბელამიმ ჩვენი რადიოს ბულგარული რედაქციის თანამშრომელს, ელენა ნიკლევას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნატა ყაზახაშვილმა გვითხრა, საქართველო რეგიონის პირველი ქვეყანაა, რომელმაც ეს შეუსაბამობა აღიარა.

შეუსაბამობა განსაკუთრებით კარგად ჩანს აზერბაიჯანის მაგალითზე - იქ, ყოველი ათასი ბავშვიდან სიცოცხლის პირველ წელს გარდაცვლილთა რიცხვი, ოფიციალური ინფორმაციით, 17-ს არ აღემატებოდა, ქალთა მონათხრობის მიხედვით კი 74-ს აღწევდა. რა არის ოფიციალურ და არაოფიციალურ მონაცემებს შორის ასეთი სხვაობის მიზეზი?

უნისეფის ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, გერი რედმონდი ორ ფაქტორზე მიუთითებს: ჯერ ერთი, ზოგ ქვეყანაში ისე არ ესმით ცნება “ცოცხლადშობილი”, როგორც ამას საერთაშორისო სტანდარტები მოითხოვს. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტით, ახალშობილს ცოცხლად მიიჩნევენ, თუ ექიმმა მას სიცოცხლის რომელიმე, ნებისმიერი ნიშანი აღმოუჩინა (სუნთქვა, გულისცემა, კანის ფერი), აზერბაიჯანსა და შუა აზიის ხუთ რესპუბლიკაში კი ისე იქცევიან, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო მიღებული - ახალშობილის სიცოცხლის ერთადერთ ნიშნად პირველ ჩასუნთქვას თვლიან. ოფიციალურ და არაოფიციალურ მონაცემებს შორის შეუსაბამობის მეორე მიზეზი კი ძალიან მარტივია: ბევრი ახალშობილი საერთოდ აღურიცხავი რჩება.

[გერი რედმონდის ხმა] “კავკასიასა და შუა აზიაში ჩვილთა დაბადების აღურიცხაობა ძალიან გავრცელებულია. ტაჯიკეთში უნისეფის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ აღურიცხავია 11 თვიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვების 40 პროცენტი. და თუ ამდენი დაბადებულია აღურიცხავი, სიკვდილის ბევრი შემთხვევაც აღურიცხავი იქნება”, ამბობს გერი რედმონდი. ის და უნისეფის ანგარიშის დანარჩენი ავტორები აღნიშნავენ, რომ ჩვილ ბავშვთა სიკვდილობის მაჩვენებელი კავკასიასა და შუა აზიაში ხუთჯერ აღემატება ამავე მაჩვენებელს ყოფილი საბჭოთა კავშირის დანარჩენ რეგიონებში, აგრეთვე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და მეტიც - 12-ჯერ აღემატება ამ მაჩვენებელს დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში. საქართველო კავკასიის დანარჩენი ქვეყნების ფონზე შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია: ათასი ბავშვიდან 24 კვდება ერთი წლის ასაკის მიღწევამდე, მაშინ, როცა სომხეთში 31, ხოლო აზერბაიჯანში 74 ჩვილი იღუპება. მაგრამ, მეორე მხრივ, დანიაში ერთ წლამდე ასაკის ყოველი ათასი ბავშვიდან საშუალოდ სულ ოთხი კვდება.

რა არის ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის მიზეზები საქართველოში?

[ნატა ყაზახაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

- გვითხრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნატა ყაზახაშვილმა, რომლის უწყების შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე შედეგების მომტანია

[ნატა ყაზახაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

ამ მძიმე თემაზე საუბარი, შევეცდებით, იმედიანად დავასრულოთ:

[ნატა ყაზახაშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია
XS
SM
MD
LG