Accessibility links

logo-print

ტაჯიკეთის უზენაესმა სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა


ტაჯიკეთის უზენაესმა სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა აქტამ ტოხიროვსა და ნაზირბეკ დავლატოვს,

ტაჯიკეთის უზენაესმა სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა აქტამ ტოხიროვსა და ნაზირბეკ დავლატოვს,
რომლებმაც 1995 წელს ბიბისის კორესპონდენტი მუხლიდინ ოლიმპური, ხოლო 1996 წელს რუსეთის ტელეკომპანია ოერტეს კორესპონდენტი ვიქტორ ნიკულინი მოკლეს. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მახმადალი ვატანოვმა განაცხადა, ტოხიროვი და დავლატოვი მოქმედებდნენ ყოფილი საველე მუთაურის ეშან ნოზიმის მითითებით, რომელიც ტაჯიკეთში სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ 1997 წელს, მთავრობის ჯართან შეტაკებისას იქნა მოკლული. სასამართლომ ტოხინოვს 22წლით, ხოლო დავლატოვს 15 წლის მიუსაჯა პატიმრობა ციხეში. კიდევ ერთ მამაკაცს ნასრულო შაპიროვს, რომელმაც შუამავლის როლი შეასრულა ბიბისის კორესპონდენტის მუხლიდინ ოლმპურის მოკვლაში, 7 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. მიკულინის მკვლელობის მონაწილე ერთი მამაკაცი - გაქცეულია.
XS
SM
MD
LG