Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის ხელისუფლება აშინებს დამოუკიდებელსა და


აზერბაიჯანის ხელისუფლება აშინებს დამოუკიდებელსა და ოპოზიციურ პრესას,

აზერბაიჯანის ხელისუფლება აშინებს დამოუკიდებელსა და ოპოზიციურ პრესას,
რათა იძულებული გახადოს ეს უკანასკნელი - გაჩუმდეს, ასეთი განცხადება გამოაქვეყნა დღეს უფლებადამცავმა საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები უსაზღვრებოდ". პრესის წინააღმდეგ რეპრესიული ზომების მიღება იმითაა გამოწვეული, რომ 15 ოქტომბრისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წინ რესპუბლიკის პრესაში მრავლად გამოქვეყნდა მასალები აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრისათვის გაგზავნილ წერილში ხსენებული საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი რობერტ მენარი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებს არცერთი კანონი არ დაურღვევიათ გაუხმაურებელი ბრძანების გარდა, რომ ჩუმად იყონ.
XS
SM
MD
LG