Accessibility links

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მოადგილე ჯონ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მოადგილე ჯონ ბოლტონი სეულს ეწვია,

აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მოადგილე ჯონ ბოლტონი სეულს ეწვია,
სადაც მოლაპარაკებას გამართავს იმ კრიზისთან დაკავშირებით, ჩრდილოეთი კორეის ბირთვულმა პროგრამამ რომ გამოიწვია. სეულში ჩასვლამდე ბოლტონი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ლი ჯაოსინს ეთათბირა პეკინში ამ საკითხზე. ბოლტონმა და ლი ჯაოსინმა შეხვედრის დამთავრებისას უპასუხოდ დატოვეს ჟურნალისტთა შეკითხვები. ბოლტონმა აღნიშნა მხოლოდ, რომ ჩინეთი მხარს უჭერს იდეას, რომ ფხენიანთან გაიმართოს მრავალმხრივი მოლაპარაკება, რომელშიც აშშ-ისა და კორეის სახალხო-დემოკარტიული რესპუბლიკის გარდა, იაპონიამ, სამხრეთმა კორეამ და შესაძლოა რუსეთმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. ჩრდილოეთი კორეა შეერთებულ შტატებთან პირდაპირ მოლაპარაკებას მოითხოვს დაჟინებით.
XS
SM
MD
LG